პროექტის დასკვნითი ეტეპი და ორიენტაცია ცვლილებებზე
FaceBook Twitter
E-mail Print

ბლოგი მოამზადა: ირაკლი ჯიქია და ლიკა ვაწინძე



„ერთად შეკრება დასაწყისია, ერთად

 

დარჩენა პროგრესი, ერთად მუშაობა წარმატება“

ჰენრი ფორდი


ახლოვდება პროექტ „მერის სათათბირო ორგანო - ახალგაზრდული საბჭოს“ შედეგების პრეზენტაცია და ჩვინი შრომისუნარიანობაც ერთიორად გაზრდილია, რადგან დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობთ მერის, ქალაქისა თუ პროექტის ორგანიზატორების წინაშე. ბატონი ირაკლი უცხოეთში ყოფნის გამო ვერ ახერხებს სათათბიროსთან ერთად იყოს ამ ჩვენთვის საპასუხისმგებლო დღეს, თუმცა მისი გამამხნევებელი სიტყვები ბოლო შეხვედრაზე თითოეულ ჩვენგანს გვმატებს მუშაობის ჟინსა თუ შემართებას.

 

2015 წლის 24 აპრილა, 14:00 საათი - სასტუმრო „თბილისი მერიოტში“ ვართ სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის პროექტის „მერის სათათბირო ორგანოს - ახალგაზრდული საბჭოს დაფუძნება“ შედეგების პრეზენტაციაზე. ყველა ფაციფუცობს და განსაკუთრებულად ემზადება პრეზენტაციისთვის.

 

პროექტი განხორციელდა საქართველოს ხუთ ქალაქში: გორში, თელავში, ახალციხეში, ქუთაისსა და ზუგდიდში, როგორც შედეგებიდან ჩანს ჩვენ, ახალგაზდებმა წარმატებით ვითანამშრომლეთ ჩვენი ქალაქის არჩეულ მერებთან. თანამშრომლობის შედეგად ნაწილობრივ იცვლება ხუთივე ქალაქის იერსახე და ჩვენი მერებთან თანამშრომლობა გადადის ინსტიტუციურ ნიადაგზე.

 

ზუგდიდში სათათბიროს ინიციატივით დაიდგმება სტენდი (პროკრედიტ ბანკის წინ) რომელიც ფუნქციურად ძალიან დატვირთული იქნება. სტენდი საზოგადოებას ხელს შეუწყობს თავი შეიკავოს ბუნებაში უხეში ჩარევისაგან. ასევე მოქალაქეები შეძლებენ სტენდის ყუთში მოათავსონ ნებისმიერი კითხვა, პრობლემა, თხოვნა თუ ინიციატივა მერისთვის. ჩვენ სათათბიროს წევრები ყოველ 10 დღეში გავუწევთ მართვას მიღებულ ინფორმაციას და დავამუშავებთ შემოსულ წერილებს მერისთვის წარსადგენად.

 

პროექტი განხორციელდა ცესკოს საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის მხარდაჭერით. პროექტის შედეგების პრეზენტაციას ესწრებოდა 50 სტუდენტი ზემოდ ხსენებული ქალაქებიდან, ამავე ქალაქების მუნიციპალიტეტის მერები, ბატონები ზურაბ ჯირკველიშვილი, პლატონ კალმახელიძე, გიორგი კოპაძე, შოთა მურთული ცესკოს თავმჯდომარე, ქალბატონი თამარ ჟვანია; საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დირექტორი, ქალბატონი ნათია ზაალიშვილი; ქალაქ თბილისის მერი, ბატონი დავით ნარმანია; ქალაქ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, ბატონი გიორგი ალიბეგაშვილი; საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი, ბატონი სოზარ სუბარი; კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი, ბატონი მიხეილ გიორგაძე; სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე რატი ბრეგაძე.

 

ჩვენი და მერის ურთიერთობა დღითიღე უფრო საინტერესო და ნაყოფიერი ხდება. ამ  ეტაპზე სათათბირო ახორციელებს გამოკითხვას  ადგილობრივი მედიის როლზე საზოგადოებაში, დაგეგმილი გვაქვს მერის შეხვედრა სრულიად ზუგდიდის სტუდენტობასთან და რაც ყველაზე მთავარია სათათბირომ მიზნად დაისახა ზუგდიდში დასაქმების ფორულის ორგანიზება.

 

ჩვენ შეგვკრიბეს და დავიწყეთ, დავრჩით და ვაღწევთ პროგრესს, ვმუშაობთ და გვაქვს საფუძვლიანი იმედი წარმატების!

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
მსგავსი სტატიები არ მოიძებნა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.