კულტურა
მევენახეობისა და მეღვინეობის ტრადიციები სამეგრელოსა და აფხაზეთში [Video]
FaceBook Twitter
E-mail Print
აფხაზეთსა და სამეგრელოში მევენახეობის და ღვინის წარმოების უძველეს ტრადიციებს ახლაც ინარჩუნებენ. აფხაზი ეთნოლოგის ინგა შამბას სიტყვებით, აფხაზეთში უძველესი დროიდან 66 სახეობის ყურძენი ხარობდა, რისგანაც მაღალი ხარისხის ღვინოს აყენებდნენ.

უძველესი ყურძნის ჯიშების მოკვლევა დაიწყო ზუგდიდში მცხოვრებმა გიორგი ქორთუამ. მას ყურძნის უძველესი მეგრული ჯიშების სანერგე მეურნეობა აქვს. ამბობს, რომ საბოლოოდ ჯერ კიდევ არ არის გამოკვლეული აფხაზეთსა და სამეგრელოში მოყვანილი ვაზის ჯიშები. მისივე სიტყვებით, საუკეთესო ვენახები მე-19 საუკუნეში მავნებელმა მწერმა „ფილოქსერამ“ გაანადგურა. ამბობს, რომ იყო კიდევ რამდენიმე მიზეზი, რის გამოც ვაზის უძველესი ჯიშები გაქრა.

„გარდა იმისა, რომ განადგურდა, ჩვენც ვერ მოვუფრთხილდით წინაპრებისგან დატოვებულ საგანძურს. ვაზს ბავშვივით მოვლა და ბევრი შრომა უნდა. მავნებელმა ვაზის ფესვი დააზიანა. აფხაზი და მეგრელი გლეხი ვერ მიხვდა როგორ ეშველა მისთვის და უფრო რენტაბელურ საქმეს მოკიდა ხელი. ახლა ყველაფერი თავიდანაა დასაწყები“, - ამბობს გიორგი ქორთუა.

ქართველი მევენახე პროფესიით ექიმია. ამბობს, რომ სათუთად ინახავს აფხაზი პაციენტის ნაჩუქარ ორ ბოთლ აფხაზურ ღვინოს „ლიხნის“ და „ჩეგემს“.

„ეს ღვინო შარშან მაჩუქეს. ეტიკეტებზე ვკითხულობთ, რომ „ჩეგემი“ დამზადებულია „კაბერნესა“ და „საფერავისგან“, „ლიხნი“ კი „იზაბელასგან“. აფხაზეთში იმდენი ჯიში იყო ვაზის, გული დამწყდა, გამიკვირდა, რომ ღვინო კახური ნედლეულისგან დაამზადეს. რაც შეეხება „იზაბელას“ ჯიშის ყურძენს, ის მე-19 საუკუნეში, შემოვიდა ჩვენთან ოდესიდან და, ამიტომაც დაერქვა ადესა. მას განსაკუთრებული მოვლა არ სჭირდება და უხვ მოსავალსაც იძლევა, თუმცა მისგან კარგი ხარისხის ღვინო ვერ დადგება. მოკლედ, ეს ყოველივე, მეტყველებს იმაზე, რომ აფხაზებსაც აქვთ ამ მიმართულებით ბევრი სამუშაო“, - გვითხრა გიორგი ქორთუამ.

აფხაზური ღვინის იმიჯის გაუმჯობესების აუცილებლობაზე საუბრობს აფხაზი მეღვინე ნიკოლაი აჩბა, რომელიც ცნობილი მეღვინის, ნიკოლაი აჩბას შვილიშვილია. სწორედ ლიკოლაის ბაბუამ შექმნა აფხაზური ღვინის ცნობილი მარკები - „ლიხნი“, „ანაკოპია“, „აფხაზეთის ბუკეტი“ და „აპსნი“.

აფხაზმა მეღივნემ ნიკოლაი აჩბამ გამოცემა „ასარკია ინფოს“ უთხრა, რომ აფხაზური ღვინო რუსეთში ლიდერია, თუმცა ევროპულ ბაზარზე გასატანად მეღვინეებს კიდევ ბევრი აქვთ გასაკეთებელი.

უძველესი კოლხური ჯიშის ვაზისგან ღვინის დამზადების ტექნოლოგია ჯერ კიდევ შესწავლის პროცესშია, - ამბობს გიორგი ქორთუა. მისივე თქმით, ყურძნის დაწურვისას, ის დღესაც მამაპაპისეულ მეთოდს იყენებს.

აფხაზებისა და მეგრელების საერთო ტრადიციის თანახმად, ყურძენს საწნახელში მამაკაცი ჭყლეტდა ფეხით. მარანში კი ქალი არ დაიშვებოდა. რაც შეეხება ღვინის სმის რიტუალს, გიორგი ქორთუას თქმით, აფხაზებისთვის ის განსაკუთრებული და შეიძლება ითქვას, რომ მისტიკურიც იყო.

„განსაკუთრებული ემოცია იყო სუფრასთან, ყველა სადღეგრძელოს ფეხზე მდგარი ამბობდნენ, რადგან ისინი ლოცულობდნენ.“

გიორგი ქორთუას ოცნებაა აფხაზ მეღვინესთან ერთად მიუსხდეს სუფრას, რათა „იხვამას“, ანუ ილოცოს.

„ახლა, დროებით ვერ ვსხედვართ ერთ სუფრასთან ჩვენ და აფხაზები, მაგრამ იმის დროც მოვა, რომ მე თავს მოვიწონებ უძველესი მეგრული „ჭვიტილურით“ და აფხაზები თავიანთი „ავასირხვათი“.

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
მატყლის ჩეჩვა და და რთვა, საქართველოს სხვა რეგიონების მსგავსად
სამეგრელოშიც იცოდნენ, თუმცა ეს ტრადიცია უკვე მივიწყებულია.
19:02 / 14.02.2021
მატყლის ჩეჩვა და და რთვა, საქართველოს სხვა რეგიონების მსგავსად სამეგრელოშიც იცოდნენ, თუმცა ეს ტრადიცია უკვე მივიწყებულია.
ზუგდიდის დადიანების სასახლის საგანძურის ფოტოები გუგლის კულტურულმა
ინსტიტუტმა ატვირთა.
13:52 / 06.01.2021
ზუგდიდის დადიანების სასახლის საგანძურის ფოტოები გუგლის კულტურულმა ინსტიტუტმა ატვირთა.
17:43 / 19.08.2020
"მკურნალი ტყუპების" სახელით ცნობილი მომღერალი დები, თეა და ლიკა შენგელაიები,
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.