სამართალი
პოლიციაზე თავდასხმაში ბრალდებულთა მიმართ ზუგდიდის სასამართლოს გადაწყვეტილებას პროტესტი მოჰყვა სხდომაზე [Video]
FaceBook Twitter
E-mail Print

პროტესტი მოჰყვა სასამართლო სხდომაზე ზუგდიდის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას 5 და 4 წლით პატიმრობა მიესაჯა პოლიციის

განყოფილებაზე თავდასხმასა  და პოლიციელთა ცემაში ბრალდებული შვიდი პირიდან ხუთისთვის. მოსამართლე ნატრული აკობიას მიერ გადაწყვეტილების გამოცხადებისთანავე გადაწყვეტილება სასამართლოს დარბაზშივე გააპროტესტეს დაკავებულთა ნათესავებმა და ოჯახის წევრებმა. განაჩენით უკმაყოფილო არიან ამავე  მუხლით ბრალდებული მაია და ინეზა კეკელიებიც. მათ მიმართ სასამართლომ მუხლი გადააკვალიფიცირა და ჯარიმის სახით 5 ათასი ლარის გადახდა დააკისრა. ბრალდებულები საქმის სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას და შიმშილობის დაწყებას გეგმავენ. საქმე ეხება 2014 წლის ოქტომბერში, მარტვილის სოფელ ბანძაში მომხდარ ფაქტს, რა დროსაც, ბრალდების მხარის მტკიცებით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის ბრალდებულ თემურ გაბუნიას გაქცევის ორგანიზების მიზნით, ამავე სოფლის მცხოვრებლები: მაია კეკელია, ინეზა კეკელია, გოგიტა კეკელია, ბოჩია ასაბიშვილი, ცოტნე გაბუნია, შალვა პატარაია და ვაგნერ წულაია თავს დაესხნენ ბანძის პოლიციის განყოფილებას, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს პოლიციელებს და დაკავებულს გაქცევაში შეუწყვეს ხელი. შვიდივე პირს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით ჰქონდა წარდგენილი. დაკავებული შვიდივე პირი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. ისინი სამართალდამცავებს თავად ადანაშაულებენ კანონდარღვევაში - ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფაში, მუქარაში. 

„განაჩენი არ შეიძლება არანაირად სამართლიანად ჩაითვალოს, იმიტომ, რომ ის ბრალდება რაც შვიდივეს ჰქონდა წარდგენილი ნაწილს მოეხსნა, ნაწილს გადაუკვალიფიცირდა უფრო მსუბუქ დანაშაულზე. თუ დავა იყო იმაზე, რომ შვიდივეს ერთი და იგივე დანაშაული ჰქონდა ჩადენილი, მაშინ ასეთი დიფერენციაცია და დაყოფა სასამართლომ როგორ გააკეთა. განაჩენი არის დაუსაბუთებელი და ვერც დასაბუთდება, უბრალოდ მიკვირს რა არგუმენტებს მოიყვანს სასამართლო ასეთი გადაწყვეტილების დასასაბუთებლად“, - განაცხადა ადვოკატმა იოსებ ჯალაღონიამ. ბრალდებულის მაია კეკელიას განცხადებით, საქმეს გაასაჩივრებენ შესაბამის ორგანოში, მიმართავენ არასამთავრობო ორგანიზაციებს და შიმშილობის აქციას გამართავენ საქართველოს პარლამენტთან.

 

 

 

პროკურორის ფელიქს ჯალაღონიას განცხადებით, აღნიშნული საქმე არის განსაკუთრებული, რადგან თავდასხმა განახორციელეს და შეურაცხყვეს კანონის დამცველები, „ადამიანები, რომლებიც დღე და ღამე მუშაობენ ადამიანის უფლებების დასაცავად“. მისი მტკიცებით, ბრალდებული მამაკაცებისა და მათ შორის ქალბატონების მხრიდანაც ადგილი ჰქონდა პოლიციელებზე სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, რაც საკუთარ ჩვენებებში დაადასტურეს ბრალდების მხარის მოწმეებმა, მათ შორის პოლიციელებმა და მედპერსონალმა. დაცვის მხარის მტკიცებით კი, სამართალდამცავების მიერ შედგენილ ოქმებში, ფაქტის აღწერისას ერთმანეთს არ ემთხვევა დროები. ბანძის განყოფილების თანამშრომლების ოქმები კი შედგენილია სამეგრელო ზემო-სვანეთის სამხარეო სამმართველოს ტიტულიან ქაღალდზე და მითითებულია შესაბამისი მისამართი, რაც ცალსახად ამტკიცებს, რომ ოქმები შედგენილია სამმართველოში და არა მარტვილში. გარდა ამისა, ადვოკატის ბაჩუკი ყურაშვილის თქმით, არცერთი დოკუმენტი, რომელიც იყო ბრალდების მხარის მტკიცებულება არ არის შედგენილი კანონის შესაბამისად და სრულყოფილად. ზოგიერთ მათგანში არ არის მითითებული ამა თუ იმ მოქმედების ამსახველი დრო, ან ადგილი. მაია კეკელიას თქმით, ბრალდება აბსურდულია მითუმეტეს იმ ფონზე, როცა მას და მის ბიძაშვილს ინეზა კეკელიას არც კი ჰქონდათ ინფორმაცია თემურ გაბუნიას დაკავების შესახებ და პოლიციის განყოფილებაში მხოლოდ ინფორმაციის გასარკვევად მივიდნენ, რადგან ნათასავებისგან შეიტყვეს, რომ თემურ გაბუნიას „რაღაც უბედურება“ შეემთხვა. როგორც ბრალდებული ყვება კონკრეტულად რა პრობლემაზე იყო საუბარი მათ ამის შესახ მხოლოდ განყოფილებაში მისვლიდან რამდენიმე წუთის შემდეგ შეიტყვეს. კეკელიას განმარტებით, ძალიან ნერვიულობდა და გონება დაკარგა, პოლიციელებმა კი დაკავებული თემურ გაბუნია თავად მოუყვანეს, რომ მოესულიერებინა. „შემდეგ  ჩამსვეს თანასოფლელის ავტომობილში და სახლში მივყავდით. 100 მეტრში ავტომობილს საწვავი გაუთავდა. მე გონს, რომ მოვედი დავინახე ხელბორკილებიანი თემურ გაბუნია, როგორ გავიდა“. მაია კეკელიას თქმით, განყოფილებაში დაბრუნდა სიტუაციის გასარკვევად, სადაც მას ბანძის პოლიციის უფროსის მოადგილე ალექსანდრე გაგუამ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. „შავებში ჩაცმული მამაკაცი, რმელიც როგორც შემდეგ შევიტყვე იყო პოლიციის უფროსის მოადგილე ალექსანდრე გაგუა განსაკუთრებულად აგრესიული იყო. მას ალკოჰოლის სუნი ჰქონდა. მე მოვითხოვე, რომ მას ჩატარებოდა ალკო-ტესტი, მაგრამ ამაზე დამცინეს, შენ თავი სად გგონიაო. ის აგინებდა თანამშრომლებსაც, რომლებიც მას თვალებში შესციცინებდნენ“, - მაია კეკელიას თქმით, მისი მისამართით ადგილი ჰქონდა გინებას, მუქარას, დაშინების მცდელობას, პროცედურულ დარღვევებს, დაცინვას. მიუხედავად იმისა, რომ სამართალდამცავებს ინფორმაცია მიაწოდა მისი დაავადების - ასთმური შეტევების შესახებ, არავიინ გაითვალისწინა და თხოვნა ფანჯარა მაინც გამოეღოთ მხოლოდ დასაცინ საგნად აქციეს. ქალბატონი ასევე ყვება, რომ იყო მძიმე ფსიქოლოგიური სტრესის ქვეშ და რამდენჯერმე წაუვიდა გული. პოლიციელების მხრიდან ანალოგიურ დანაშაულზე საუბრობს მეორე ქალი ბრალდებული მაია კეკელიას ბიძაშვილი, ინზეა კეკელია. განაჩენის გამოცხადებამდე სხდომაზე დასკვნითი სიტყვების შესახებ რეპლიკების გამოთქმის საშუალება ჰონდათ მხარეებს და საბოლოო სიტყვის უფლება გამოიყენა შვიდივე ბრალდებულმა. მათ განაცხადეს, რომ „საქმე არის შეკერილი“ და არანაირი კავშირი ამ ბრალდებასთან არ აქვთ.

 

ამავე თემაზე


პოლიციის განყოფილებაზე თავდასხმაში ბრალდებულთა მორიგი სასამართლო სხდომა გაიმართა ზუგდიდში


ზუგდიდის სასამართლო იხილავს პოლიციელების ცემაში ბრალდებულების საქმეს, რომელთა შორის ქალებიც არიან


პოლიციელების ცემაში ბრალდებული ქალის ღია წერილი

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ზუგდიდში, საქართველოს ბანკის დაყაჩაღებიდან 4 დღე გავიდა,
13:31 / 24.10.2020
ზუგდიდში, საქართველოს ბანკის დაყაჩაღებიდან 4 დღე გავიდა,
19 მაისს ოთხი წელი შესრულდა აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან 30 წლის
გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან.
00:02 / 20.05.2020
19 მაისს ოთხი წელი შესრულდა აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან 30 წლის გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან.
ზუგდიდის სოფელ ახალსოფლის მცხოვრები ვახტანგ მაქაცარია
სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის, ნარაზენის
17:30 / 24.12.2018
ზუგდიდის სოფელ ახალსოფლის მცხოვრები ვახტანგ მაქაცარია სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის, ნარაზენის
ლგბტ ადამიანები ყოველდღიური წნეხის და სიძულვილის გარემოში
განაგრძობენ ცხოვრებას.
15:08 / 17.05.2018
ლგბტ ადამიანები ყოველდღიური წნეხის და სიძულვილის გარემოში განაგრძობენ ცხოვრებას.
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.