საზოგადოება
ათნჩრა - აფხაზური ენის გაკვეთილები ზუგდიდში [Video]
FaceBook Twitter
E-mail Print
მშაბზია - უკვე მეოთხე წელია ამ სიტყვით ესალმებიან მოსწავლეები და მასწავლებელი ერთმანეთს აფხაზეთის პირველ საჯარო სკოლაში, რომელიც ზუგდიდში ოცი წელია ფუნქციონირებს. საკლასო ოთახში დაფაზე ქართულად წერია - „ვისწავლოთ აფხაზური“, იქვე ერთ კედელზე ნახატი ჰკიდია - ზღვა, მზე და პალმები.

სკოლამ არჩევით საგნებს შორის უპირატესობა აფხაზურ ენას მიანიჭა. ეს გადაწყვეტილება ბავშვების სურვილიც იყო. მეათე, მეთერთმეტე და მეთორმე კლასის მოსწავლეები კვირაში ორი დღე, თითო საათით აფხაზურ ენას ეუფლებიან. სკოლაში სულ 278 მოსწავლეა. უმრავლესობა დევნილი.

„ცოტა უჭირთ, მაგრამ აინტერესებთ. მოტივაციაც მეტია. ინტერნეტით ესაუბრებიან თავიანთ თანატოლებს. ყველას ჰყავს იქ მეგობარი. ზაფხულობით გადადიან. უმეტესი ჩვენი ხალხი მაინც არის მოძრაობაში იქიდან აქეთ და პირიქით. საწყისი საფუძვლები აფხაზური ენის ამ ბავშვებისთვის მიცემული იქნება და მერე გააღრმავებენ“, - უთხრა „ლაივპრესს“ სკოლის დირექტორმა, ლუიზა შონიამ.

ამბობს, რომ ენასთან ერთად ასწავლიან აფხაზურ ტრადიციებს, ადათ-ჩვევებს, ისტორიას თანაცხოვრებაზე. ცდილობენ ახალ თაობას სიყვარული ჩაუნერგონ ურთიერთობებზე, ერთიანი წარსულის მიმართ, რაც არ უნახავთ, მაგრამ სმენიათ.

„ოდიშ-აფხაზეთს ერთი მამალი აღვიძებდა, არ არის ცუდი, რომ იცოდნენ ეს ენა და თავიანთ აფხაზ თანატოლებს საკუთარ ენაზე დაელაპარაკონ. ჩვენ მაინც ოპტიმისტები ვართ და ასეთი განწყობილება გვაქვს, რომ აუცილებლად დავბრუნდებით. ამ რწმენით გამოვდივართ“, - თქვა სკოლის დირექტორმა.

აფხაზური ენის სწავლებისას პედაგოგი ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოტანილი პროგრამით ხელმძღვანელობს. აქვს თვალსაჩინოებები, ასოებს თავადაც ხატავს.

„იქ უკვე პირველ კლასში რომ სწავლობენ აფხაზურს, ეს აქეთ გადმოვიტანეთ და ვსწავლობთ მეათე კლასში. დავაქსეროქსეთ ფურცლები. გვეხმარება დირექცია, განათლების სამინისტროს მხრიდანაც გვაქვს მხარდაჭერა. უკვე მეხუთე წელია ვატარებ გაკვეთილებს, თანდათან ვიხვეწებით. ერთი და იგივე თემაზე სხვადასხვა წელს განსხვავებული გამოდის გაკვეთილი“, - გვითხრა მასწავლებლმა, რომელმაც ვიდეოჩაწერასა და ვინაობის გამხელაზე უარი თქვა, რადგან თბილისის მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიაზე ხშირად გადადის.

ამბობს, რომ აფხაზური ენის მართლწერა საკმაოდ რთულია. არის ასოები, რომლებიც ისევე იწერება და გამოითქმის, როგორც რუსულში, თუმცა ცალკეულ შემთხვევებში ერთ ასოზე ე.წ. ჯოხის ან კუდის დატანა უკვე სხვა ასოს აღნიშნავს. მაგალითად, რუსული „კ-სგან“ შეგვიძლია მივიღოთ „ყ“ და „ქ“ ასოები.

აფხაზური რომ რთული ენაა, ამას მოსწავლეებიც არ უარყოფენ. ამბობენ, რომ თავდაპირველად ყველას გაუჭირდა მისი ათვისება, თუმცა ნელ-ნელა ყური და თვალი შეაჩვიეს. დღეს ბევრად უკეთ ესმით და საუბრობენ, რაშიც გაკვეთილის მიმდინარეობისას დაგვარწმუნეს.

აფხაზური ანბანი, რუკა და მასზე აფხაზური დიდი ასოებით წარწერა - „Аҧсны Аҳәынҭқарра“, რაც ქართულად იკითხება როგორც „აფხაზეთის რესპუბლიკა“. ასე გამოიყურება საკლასო ოთახი, სადაც დღესაც სჯერათ, რომ აფხაზების და ქართველების მშვიდობიან თანაცხოვრებას ალტერნატივა არ აქვს.

„წიგნები არ გვაქვს, მაგრამ გვაქვს ქსეროქსები, რომლიდანაც ვსწავლობთ. უფრო მეტად ზეპირმეტყველებას ვუსვამთ ხაზს. მომავალი წლიდან წერასაც დავიწყებთ. ძალიან კარგია, რომ ამ ენას ვსწავლობთ. შეგვიძლია ჩვენს აფხაზ მეგობრებს მათ ენაზეც ვესაუბროთ, არა მხოლოდ რუსულად“, - გვითხრა მეათე კლასის მოსწავლე ელენე მოლაშხიამ.

ამბობს, რომ რთულია, უჭირს, მაგრამ მიუხედავად ამისა, ცოდნის გაღრმავების სურვილი აქვს აფხაზური გვარის მოსწავლე - ნინო ეშბას. მისი მშობლები დღესაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ზემო ბარღებში ცხოვრობენ და სახლ-კარს დაკარგვის შიშით ვერ ტოვებენ. თავად და-ძმასთან და დეიდასთან ერთად ზუგდიდშია. ენგურს გაღმა გადასვლას, როგორც გვითხრა, საბუთების არქონის გამო ვერ ახერხებს.

ეიმედება, რომ ოდესმე ბარიერები აღარ იარსებებს და მშვიდობაც დამყარდება.

მშვიდობას აფხაზურად ათნჩრა ჰქვია.

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ერნა პეპანიანი 21 წლისაა და წალკაში, სოფელ დაშბაშში საოჯახო ბიზნესს
მართავს.
18:32 / 04.11.2022
ერნა პეპანიანი 21 წლისაა და წალკაში, სოფელ დაშბაშში საოჯახო ბიზნესს მართავს.
თეა ადიკაშვილსა და დარეჯან ცირამუას თბილისიდან 28
კილომეტრში,
02:06 / 02.09.2022

თეა ადიკაშვილსა და დარეჯან ცირამუას თბილისიდან 28 კილომეტრში,

გიგა დოღონაძეს ქუთაისის ცენტრალურ არქივში შევხვდით.
17:45 / 25.06.2022
გიგა დოღონაძეს ქუთაისის ცენტრალურ არქივში შევხვდით.
22:08 / 15.04.2022
"როცა საზოგადოებას ნაკლები ინფორმაცია აქვს, დეზინფორმაციას მარტივად იჯერებს.
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.