საზოგადოება
პასუხობენ თუ არა მოქალაქეთა ზარებს მუნიციპალიტეტებში „კონტაქტის“ ნომრებზე
FaceBook Twitter
E-mail Print
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მუნიციპალიტეტების გამგეობის, საკრებულოს, მერიის ოფიციალური ვებ-გვერდების რეკონსტრუქცია 2012 წლის არჩევნების შემდეგ, ახალი თვითმმართველი ერთეულების ფორმირებისას მოხდა. მიუხედავად ამისა, ცალკეული მათგანი დახვეწას და გამართვას საჭიროებს. „ცხელი ხაზის“ და „კონტაქტის“ გრაფებში მობილურთან ერთად საქალაქთაშორისო ტელეფონის ნომრებია მითითებული. თუმცა, გვხვდება ვებ-გვერდები, სადაც არ არის „საკონტაქტო ინფორმაცია“, ან თუ არის, ის მხოლოდ ელექტრონული ფოსტით დაკავშირების საშუალებას იძლევა. ამიტომ, შიდა გვერდებზე გადანაცვლება და სხვა სამსახურისთვის მიმართვა მოგიწევთ. „ცხელი ხაზიც“ ყველა მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდზე არ არის დატანილი.

ერთგვარი ექსპერიმენტისთვის ადგილობრივი თვითმმართველობების ოფიციალურ ვებ-გვერდებზე გამოქვეყნებული კონტაქტების ჩამონათვალით ვიხელმძღვანელეთ. მაგალითად, აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან დასაკავშირებლად „საკონტაქტო ინფორმაციაში“ მითითებულ საქალაქთაშორისო ნომერზე დავრეკეთ, სადაც აღმოჩნდა, რომ ზარებს საკრებულოს თავმჯდომარე პასუხობს. „აქ იმდენად იშვიათად რეკავენ, რომ გამიკვირდა, უფრო ხშირად მობილურზე“, - გვითხრა პაატა ქურდოვანიძემ. ამბობს, რომ მობილურ ტელეფონზე ან ნაცნობები, ან კიდევ ოფიციალური უწყებებიდან ურეკავენ და მოქალაქეებს პირადად, ყოველდღიურად ხვდება. ძირითადად პრობლემებზე კონსულტაციისთვის.

მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის ვებ-გვერდზე კონტაქტის გრაფაში არც ადგილობრივი და არც მობილური ტელეფონის ნომრებია მითითებული. აქ მოსახლეობას მხოლოდ ელექტრონული შეტყობინების დატოვება შეუძლია. ამიტომ გადავწყვიტეთ გამგებლის მოადგილეს დავკავშირებოდით.

„საკონტაქტო ინფორმაციის მითითება მე მგონი მართლა აუცილებელია და თუ ეს გამოგვრჩა, ამ შემთხვევაში ამას გამოვასწორებთ“, - გვითხრა ნელი ნავერიანმა. ამბობს, რომ არც ელექტრონული ფოსტაა ყველასთვის ხელმისაწვდომი სხვადასხვა მიზეზის გამო. გამგებლის მოადგილე მიიჩნევს, რომ ეს გარემოებები დაბრკოლებებს არ ქმნის მოსახლეობის ხელისუფლებასთან კონტაქტის თვალსაზრისით:

„გამგეობაშიც ყოველდღიურად მოდიან, გვირეკავენ ისეთ საკითხებზეც, რასაც ჩვენ არ ვწყვეტთ. სოციალურ თემებზე თუ არის გასარკვევი, გზა თუა სადმე ჩაკეტილი, შუქი გამორთული. დღეში 10-15 ადამიანი მიკავშირდება საშუალოდ. გამგებელთან საერთოდ არ ჩერდება ტელეფონი“. გამგებლის მოადგილესთან საუბრის შემდეგ, რამდენიმე დღეში ვებსაიტს დაემატა გრაფა „ცხელი ხაზი“, სადაც საკონტაქტო ტელეფონია მითითებული.

მესტიის გამგეობისგან განსხვავებით, საკრებულოს ვებ-გვერდზე კონტაქტის გრაფაში მხოლოდ ერთი, საქალაქთაშორისო ნომერია მითითებული, თუმცა აქ დარეკვა ვერ შევძელით. ამასთან, არ ფუნქციონირებს ვებსაიტის მენიუს ჩამონათვალი - „საკრებულო თავმჯდომარე“, „კომისიები“, „ფრაქციები“.

„კონტაქტებში რომ წერია, ის ნომერი ძველია. უბრალოდ წაშლა არ აქვთ მიცემული“, - გვითხრა პრესცენტრის განყოფილების უფროსმა ირმა ჯაჭვლიანმა. რაც შეეხება ვებსაიტის ფუნქიონალურად გამართვას, განმარტა, რომ ვებ-გვერდები „აბსოლუტურად სხვა წარმოებაზე“ უნდა გადავიდეს, რაც მათ შემთხვევაში არ მომხდარა და მხოლოდ ახალ ამბებს განათავსებენ. როდის უნდა გასწორდეს ხარვეზი, აღნიშნა, რომ „ეს ჩემგან დამოუკიდებელია. ბიუჯეტში როგორც კი თანხა გამოიძებნება, გაგვიკეთებენ“.

რაც შეეხება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობას, ვებსაიტზე საქალაქთაშორისო რამდენიმე ნომერია მითითებული. შერჩევითი პრინციპით არჩეული ერთ-ერთი ნომერი კერძო ბინა აღმოჩნდა, რის შემდეგაც მითითებული სხვა ნომერი ავკრიფეთ. აქ „ლაივპრესს“ უთხრეს, რომ ნამდვილად გამგეობაში მოვხვდით. „ძირითადად სოფლებში გამგებლის წარმომადგენლთა, სამახურის უფროსების საკონტაქტოებისთვის რეკავენ. რეკავენ სხვადასხვა ორგანიზაციიდანაც და ინტერესდებიან, იმყოფება თუ არა ქალაქში გამგებელი. იშვიათად პრობლემების თაობაზე“, - განაცხადეს მიმღებში.

გამგეობისგან განსხვავებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ვებ-გვერდზე, „კონტაქტის“ გრაფაში მითითებულ საქალაქთაშორისო ნომერზე არავინ პასუხობს. აქვეა დატანილი მობილურის ნომერი, რომელიც საზოგადოებასთან, მედიასთან და არასამთავრობო სექტორთან ურთიერთობის განყოფილების უფროსს ეკუთვნის. მაგდალინა თოდუა ამბობს, რომ ძირითადად ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენელთა საკონტაქტოები აინტერესებთ, ისიც, თუ რა სოციალური პროგრამები ხორციელდება, ვის დაუკავშირდნენ, რა დოკუმენტაცია დასჭირდებათ, რეკავენ უამინდობის დროს წარმოქმნილი პრობლემებისას.

მუნიციპალიტეტის საკრებულოს მსგავსად ქალაქ ზუგდიდის მერიის ვებსაიტზე მითითებულ საქალაქთაშორისო ნომერზე არავინ პასუხობს. კონტაქტების გრაფაში დატანილ მობილურის ნომერზე საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსმა, მაია ღუბელაძემ გვიპასუხა. მისი ეს ნომერი ამავდროულად ცხელი ხაზის ნომერიცაა. მან განმარტა, რომ საქალაქთაშორისო ნომერზე წინა ხელისუფლების პირობებში დარჩენილი დავალიანებაა, რის გამოც ის არ მუშაობს. რაც შეეხება მობილურს, ამბობს, რომ რეკავენ სოციალურ-ინფრასტრუქტურულ პრობლემებთან დაკავშირებით, ქუჩებში კონკრეტულ საჭიროებებზე, ჯანდაცვის საკითხებზე, დასუფთავებასთან დაკავშირებით. მაია ღუბელაძის თქმით, უამინდობის და სხვა საგანგებო ვითარების დროს ზარებს ფაქტობრივად 24 საათიან რეჟიმში პასუხობენ.

ქალაქის საკრებულოს ვებ-გვერდზე „კონტაქტის“ გრაფაში მხოლოდ ერთი ნომერია მითითებული - საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირის და საქმისწარმოებისა და იურიდიულ საკითხთა განყოფილების მთავარი სპეციალისტის იურიდიულ საკითხებში თამარ შეროზიას. მასთან დაკავშირება ვერ მოვახერხეთ, ტელეფონის ნომერი გამორთული იყო.

ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოსგან განსხვავებით, ხობის საკრებულოს ვებ-გვერდზე არც საკონტაქტო გრაფა და არც ცხელი ხაზის ნომერია დატანილი, ამიტომ აპარატის უფროსს, ლელა შამათავას ვესაუბრეთ. მან გვითხრა, რომ „ამას გამოასწორებენ“:

„რომ შედიხართ, საკრებულოს თავმჯდომარიდან დაწყებული, ყველას საკონტაქტოა მითითებული სფეროების მიხედვით, როგორც სამსახურებრივი, ასევე მობილური და მეილი. ნებისმიერ დროს ნებისმიერ ადამიანთან კონტაქტი შესაძლებელია. ამ თვალსაზრისით არ იყო ეს გრაფა ცალკე გამოყოფილი“.

„ლაივპრესს“ არ უპასუხეს მარტვილის გამგეობის ვებ-გვერდზე საკონტაქტო გრაფაში მითითებულ საქალაქთაშორისო ნომრებზე, მათ შორის არც „მოქალაქეთა მისაღებში“. გამგეობისგან განსხვავებით, დაკავშირების პრობლემა არ შეგვქმნია მარტვილის საკრებულოში.

ფულადი და მედიკამენტოზური დახმარება, გარეგანათება, ინფრასტრუქტურული საკითხები, სანიაღვრე არხების გაწმენდა, ოპერაციების დაფინანსება, ეს ის მთავარი პრობლემებია, რითაც სენაკის გამგეობას და საკრებულოს მოქალაქეები ვებსაიტზე „კონტაქტის“ გრაფაში მითითებული ნომრის საშუალებით მიმართავენ.

„საშუალოდ ერთი-ორი რეკავს. დარეკვები ნაკლებად ხდება, უფრო გამგეობის მისაღებში მოდიან. გვწერენ „ფეისბუკზე“, გამგეობის ოფიციალურ გვერდზე“, - გვითხრა ჩხოროწყუს გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ინგა პაპასკირმა, რომელმაც ვებსაიტზე მითითებულ „ცხელი ხაზის“ ნომერს უპასუხა. „მოქალაქეთა მისაღების“ ნომერი კი გამორთული იყო.

არსებითად არ განსხვავდება მდგომარეობა თვითმმართველ ქალაქ ფოთის მერიასა და საკრებულოში. თითქმის იდენტურია ვითარება დანარჩენი მუნიციპალიტეტების საკრებულოებსა და გამგეობებშიც. უმეტესწილ მუნიციპალიტეტების ვებ-გვერდების კონტაქტების გრაფაში მითითებულ ადგილობრივ ნომრებზე „ლაივპრესს“ უპასუხეს. თუმცა იყო შემთხვევები, როცა გვერდიგვერდ განთავსებულ მობილური და საქალაქო ნომრებიდან მხოლოდ მობილურზე შევძელით დაკავშირება.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ერნა პეპანიანი 21 წლისაა და წალკაში, სოფელ დაშბაშში საოჯახო ბიზნესს
მართავს.
18:32 / 04.11.2022
ერნა პეპანიანი 21 წლისაა და წალკაში, სოფელ დაშბაშში საოჯახო ბიზნესს მართავს.
თეა ადიკაშვილსა და დარეჯან ცირამუას თბილისიდან 28
კილომეტრში,
02:06 / 02.09.2022

თეა ადიკაშვილსა და დარეჯან ცირამუას თბილისიდან 28 კილომეტრში,

გიგა დოღონაძეს ქუთაისის ცენტრალურ არქივში შევხვდით.
17:45 / 25.06.2022
გიგა დოღონაძეს ქუთაისის ცენტრალურ არქივში შევხვდით.
22:08 / 15.04.2022
"როცა საზოგადოებას ნაკლები ინფორმაცია აქვს, დეზინფორმაციას მარტივად იჯერებს.
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.