მთავარი თემები:

ახალი ამბები

კუდ-ს ავტომანქანის შესაძენი თანხა ზუგდიდის ბიუჯეტიდან გამოეყო

31.01.2012

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებით, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აფხაზეთის სამმართველოს, დროებით სარგებლობაში გადასაცემი ავტომანქანის - „ტოიოტა ლენდ კრუისერის“ შესაძენად 135 ათასი ლარი გამოეყო. ზუგდიდის გამგეობის საფინანსო სამსახურის ხელმძღვანელმა, ნანი მიქენაიამ დღეს გამართულ საკრებულოს სხდომაზე განაცხადა, რომ „ეს თანხა ყინულის მოედნის შენახვის ხარჯებიდან გამოთავისუფლდა.“ საკრებულოს დეპუტატთა უმრავლესობის ამ გადაწყვეტილებას მხარი არ დაუჭირა საკრებულოს წევრმა „თავისუფალი დემოკრატებიდან“ გიორგი ალასანიამ. მისი განცხადებით, „შინაგან საქმეთა სამინისტრო ისედაც კარგად ფინანსდება, ამიტომ უმჯობესია ეს თანხა ზუგდიდის სხვა საჭიროებებს მოხმარდეს.“


მულტიმედია

დადიანების მანამდე უცნობი ფოტოები საოჯახო ალბომიდან [Photo]

დადიანების მანამდე უცნობი ფოტოები საოჯახო ალბომიდან [Photo]

რას ფიქრობენ ზუგდიდში ლგბტ ადამიანებზე [Video]

რას ფიქრობენ ზუგდიდში ლგბტ ადამიანებზე [Video]

მეტი მულტიმედია »