ახალი ამბები

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციას ახალი უფროსი ყავს

17.12.2013

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსად გრიგოლ ბესელია დაინიშნა, მან ამ თანამდებობაზე ლევან შონია შეცვალა, რომელიც 13 დეკემბერს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორად წარადგინეს.

„ლაივპრესს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ გრიგოლ ბესელია საქმიანობას დღეიდან შეუდგა.

 

გრიგოლ ბესელია სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსად დანიშვნამდე გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს უფროსად მუშაობდა.